რუბრიკები
საქართველოს ეროვნული კინოცენტრი „ამერიკის კინოაკადემიისთვის“ 2015 წლის კანდიდატი ფილმის შერჩევას იწყებს
საქართველოს ეროვნული კინოცენტრი „ამერიკის კინოაკადემიისთვის” 2015 წლის კანდიდატი ფილმის შესარჩევად განაცხადების მიღებას იწყებს. განიხილება ფილმები, რომლებიც აკმაყოფილებენ შემდეგ მოთხოვნებს: o 2014 წლის 1 ოქტომბრიდან 2015 წლის 30 სექტემბრამდე, 7 დღის ვადაში ფილმი უწყვეტად იდგა/დადგება კინოთეატრში; o აღნიშნულ ფილმს გააჩნია კინოინდუსტრიაში დამკვიდრებული სტანდარტების შესაბამისი რეკლამა (აფიშა, თრეილერი); o ფილმი უნდა იყოს მინიმუმ ერთი საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი საკონკურსო პროგრამის მონაწილე. o ფილმი, კინოთეატრში პრემიერამდე, არ შეიძლება ნაჩვენები იყოს ტელევიზიით ან ინტერნეტით; o ფილმის შემოქმედებით ჯგუფში მეტწილად უნდა იყვნენ საქართველოს მოქალაქეები და/ან რეზიდენტები; ·განაცხადში ფილმის პროდიუსერმა უნდა დაადასტუროს, რომ ფილმი აკმაყოფილებს ან დააკმაყოფილებს ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს და მას აქვს უფლება წარმოადგინოს ფილმი განსახილველად. ·პროდიუსერმა განაცხადს უნდა დაურთოს ფილმის ასლიDVD/BluRay ან DCP-ზე, ინგლისურენოვანი სუბტიტრების თანხლებით. BluRay/DCP განმცხადებელს დაუბრუნდება ფილმების განხილვის შემდეგ. DVD ვერსია კი დარჩება კინოცენტრის არქივში. ·წარმოდგენილი ფილმის ვერსია უნდა შეესაბამებოდეს კინოთეატრში კომერციულად ნაჩვენებ ვერსიას. ·განაცხადს უნდა ერთვოდეს ფილმზე მომუშავე პირების სია (Credit List) ინგლისურ ენაზე, კინოცენტრის/კინოაკადემიის მიერ შემოთავაზებულ ფორმატში. ფორმატი: 1.ფილმის სათაური ინგლისურად 2.ფილმის სათაური ქართულად (ლათინური ასოებით) 3.გამოშვების წელი, ხანგრძლივობა, შავ-თეთრი/ფერადი, ფორმატი 4.ჟანრი 5.ქვეყანა ( კოპროდუქციის შემთხვევაში – ქვეყნები ) 6.მსახიობები 7.პროდიუსერი 8.რეჟისორი 9.სცენარის ავტორი 10.ოპერატორი 11.მემონტაჟე 12.ფილმის მუსიკის ავტორი (კომპოზიტორი) 13.ფილმის მხატვარი 14.კოსტიუმების მხატვარი 15.ფილმის მოკლე ანოტავია (150 სიტყვამდე) განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2015 წლის 31 აგვისტო. დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ ეროვნული კინოცენტრის ექსპორტისა და დისტრიბუციის დეპარტამენტის ხელმძღვანელს დავით ვაშაძეს. Email : This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it სხვა პირობები: ·იმ შემთხვევაში თუ პროექტი ჯერ არ აკმაყოფილებს კომერციულ კინოთეატრში 7-დღიანი უწყვეტი კომერციული ჩვენების მოთხოვნას, აუცილებელია განმცხადებელმა დაადასტუროს, რომ 30 სექტემბრამდე ფილმი 7 დღის განმავლობაში უწყვეტად იქნება ნაჩვენები კომერციულ ეკრანზე. ·კვალიფიციური ფილმების ჩვენება კომისიის წევრებისათვისგაიმართება სექტემბერში. ·საქართველოდან „ამერიკის კინოაკადემიისთვის” 2015 წლის კანდიდატი ფილმი კომისიის წევრების მიერ განხილვისა და კენჭისყრის შედეგად შეირჩევა. (კომისიის წევრთა ვინაობა უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება) ავტორი:საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.