რუბრიკები
ემილ ჰირში დააპატიმრეს
ცნობილი ამერიკელი მსახიობი ემილ ჰირში Insurge Pictures-ის თანამშრომელზე თავდასხმისათვის 15 დღეს ციხეში გაატარებს. არასასიამოვნო ინციდენტი 25 იანვარს ღამის კლუბში კინოფესტივალი Sundance-ის დროს მოხდა, დაზარალებულმა დენიელ ბერნფელდმა პოლიციას მიმართა მას შემდეგ, რაც ემილი ყელში სწვდა და ძირს დააგდო, თვითმხილველები ამბობენ, რომ მსახიობი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ციხეში გასატარებელი დღეების გარდა ემილს 4,7ათასი დოლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა და 50 საათიანი საზოგადოებისათვის სასარგებლო საქმიანობის შესრულება მოუწევს. მსახიობმა 17 აგვისტოს საკუთარი დანაშაული აღიარა, კლუბში მომხდარი ინციდენტის მეორე დღეს ემილს არაფერი ახსოვდა, თუმცა აღნიშნა, რომ ის მხოლოდ თავს იცავდა, როდესაც დენიელი თავს დაესხა. ემილ ჰირშის ადვოკატმა განაცხადა, რომ მსახიობს მომხდარის შემდეგ ალკოჰოლი აღარ მიუღია და რომ ის ძალიან ნანობს თავის საქციელს. დაზარალებული კი უკმაყოფილოა დასჯის ფორმებით, მას მიაჩნია, რომ უფრო მკაცრები უნდა ყოფილიყვნენ მსახიობის მიმართ. ემილ ჰირშმა სამსახიობო კარიერა რვა წლის ასაკში დაიწყო, მან მონაწილეობა მიიღო ისეთ ფილმებში, როგორებიცაა: მეზობელი გოგონა, ალფა დოგი, იმპერატორის კლუბი, ველურ პირობებში, ორჯერ დაბადებული, გადარჩენილი და სხვა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აპრილი 2025 »»
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 1234
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.