რუბრიკები
აუქციონზე ავტომობილების მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული კოლექცია გაიყიდა
ამერიკის ქალაქ პებლ-ბიჩში (კალიფორნია) გამართულ აუქციონზე იშვიათი ავტომობილები გაიყიდა. Concours d'Elegance-ის საგამოფენო ცენტრში ვაჭრობას Sotheby's აუქციონი უძღვებოდა. BoldRide-ის ცნობით, 22 ავტომობილისგან შემდგარი კოლექცია რეკორდულ ფასად, 67 მილიონ დოლარად გაიყიდა. კოლექციის ახალმა მფლობელმა ინკოგნიტოდ დარჩენა ამჯობინა. მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ მყიდველი ამერიკის მოქალაქეა. აუქციონზე ყველაზე ძვირად 1964 წელს გამოშვებული Ferrari 250 LM გაიყიდა. ავტომობილში 17,6 მილიონი დოლარი გადაიხადეს. McLaren F1 версии LM, რომელიც მსოფლიოში სულ 5 ცალია დარჩენილი, 13,55 მილიონ დოლარად გაიყიდა. ეს McLaren-ის მარკის ავტომობილში გადახდილი რეკორდული თანხაა. კოლექციაში წარმოდგენილი იყო ბოლო მოდელის Bugatti Veyron, Lamborghini Reventon-ის მსოფლიოში არსებული სულ 20 ეგზემპლარიდან ერთ-ერთი და Porsche 959-ის უიშვიათესი მოდელი, რომელიც 1980-ინ წლებში გამოდიოდა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.