ამერიკის ქალაქ პებლ-ბიჩში (კალიფორნია) გამართულ აუქციონზე იშვიათი ავტომობილები გაიყიდა. Concours d'Elegance-ის საგამოფენო ცენტრში ვაჭრობას Sotheby's აუქციონი უძღვებოდა.
BoldRide-ის ცნობით, 22 ავტომობილისგან შემდგარი კოლექცია რეკორდულ ფასად, 67 მილიონ დოლარად გაიყიდა.
კოლექციის ახალმა მფლობელმა ინკოგნიტოდ დარჩენა ამჯობინა. მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ მყიდველი ამერიკის მოქალაქეა.
აუქციონზე ყველაზე ძვირად 1964 წელს გამოშვებული Ferrari 250 LM გაიყიდა. ავტომობილში 17,6 მილიონი დოლარი გადაიხადეს. McLaren F1 версии LM, რომელიც მსოფლიოში სულ 5 ცალია დარჩენილი, 13,55 მილიონ დოლარად გაიყიდა. ეს McLaren-ის მარკის ავტომობილში გადახდილი რეკორდული თანხაა.
კოლექციაში წარმოდგენილი იყო ბოლო მოდელის Bugatti Veyron, Lamborghini Reventon-ის მსოფლიოში არსებული სულ 20 ეგზემპლარიდან ერთ-ერთი და Porsche 959-ის უიშვიათესი მოდელი, რომელიც 1980-ინ წლებში გამოდიოდა.
მასალის გამოყენების პირობები