Google-მა წარმოადგინა როუტერი, რომელიც საფუძვლად დაედება „ჭკვიანი სახლის“ ელექტრონულ „ეკოსისტემას“, რაზეც კომპანია ამჟამად მუშაობს.
როუტერი OnHub-ი, Google-ის პირველი პროდუქტი იქნება, რომელიც მის მიერ შექმნილ პროტოკოლებს, Google Brillo-ს და Google Weave-ს გამოიყენებს, ოპტიმიზირებულებს „ჭკვიანი სახლის“ მუშაობის უზრუნველსაყოფად.
წელს, როცა კომპანიამ პროტოკოლი Brillo წარმოადგინა, პრეზენტაციის დროს აჩვენეს „ჭკვიანი სახლის“ ყველა შესაძლებლობა, რომელიც მთლიანად პატრონის სმარტფონიდან იმართება.
მოსალოდნელია, რომ უახლოეს კვირებში ასეთივე როუტერს, ოპტიმიზირებულს „ჭკვიანი სახლის“ მუშაობისთვის, Apple წარმოადგენს.
მასალის გამოყენების პირობები