რუბრიკები
ნიგვზის ნაყინი
რეცეპტის ინგრედიენტები: 1 ჭიქა გათქვეფილი ნაღები 1 ჭიქა რძე 2/3 ჭიქა ნიგოზი ½ ჭიქა შაქარი 1 კვერცხი ან კვერცხის გული დაქუცმაცებული ნიგოზი თავზე მოსაყრელად მომზადების წესი: 1. ორი მესამედი ჭიქა ნიგოზი წყალში დაახლოებით ნახევარი საათით გააჩერეთ, რომ კარგად დარბილდეს, რაც შემდგომში მისგან ნაყინისთვის საჭირო ფაფის გაკეთებას გაგიადვილებთ. თუ ჩქარობთ, შეგიძლიათ ეს ეტაპი გამოტოვოთ და დანაყვის შემდეგ უბრალოდ ცოტაოდენი წყალი დაამატოთ. 2. ტაფაზე კვერცხის გულში ან მთლიან კვერცხში ნელ-ნელა შეურიეთ ცოტაოდენი რძე თანაბრად შერევამდე, შემდეგ ჩაუმატეთ დარჩენილი რძეც (მთლიანობაში ერთი ჭიქა), ერთი ჭიქა ნაღები და ნახევარი მოზრდილი ჭიქა შაქარი. მსუბუქად მოურიეთ, სანამ შაქარი არ გალღვება. ადუღეთ დაბალ ცეცხლზე 15 წუთის განმავლობაში. დროდადრო მოურიეთ. მნიშვნელოვანია, ცეცხლი დაბალზე იყოს, რათა კვერცხმა ნაყინი არ დააკოშტოს. ეს მომენტი მხოლოდ კვერცხის უსაფრთხოდ მისართმევადაა საჭირო. 3. ნიგოზი დალბობის შემდეგ გადაწურეთ და 1 წუთის განმავლობაში სწრაფი ტემპით ნაყეთ. უნდა მიიღოთ ფაფისებრი მასა. თუ ის წინასწარ არ დაალბეთ, მაშინ ორი მესამედი ჭიქა ნიგოზი დანაყეთ მეოთხედი ჭიქა წყალთან ერთად. 4. გლუვი მასის მისაღებად, მომზადებული თხევადი ნაყინი გაწურეთ. შემდეგ ჩაყარეთ მასში დანაყული ნიგოზი და კარგად მოურიეთ. სრულიად გლუვი ნაყინის მისაღებად კი ეს მასა კვლავ გადაწურეთ, ამჯერად უკვე მინის კონტეინერში, რომელშიც ნაყინს გაყინავთ. თუ ნიგვზის რამდენიმე ნატეხი არ განაღვლებთ და პირიქით, ფიქრობთ, რომ ის ნაყინს დაამშვენებს, მაშინ ეს ეტაპი შეგიძლიათ გამოტოვოთ. 5. გაყინეთ ნარევი. სრულყოფილად გლუვი ნიგვზის ნაყინის მისაღებად რამდენჯერმე, 3–4 საათში ერთხელ გამოდგით და აურიეთ ჩანგლით. თუ თუკი ნაყინის აპარატი გაქვთ, ყველაფერს თავად მიხედავს. სურვილისამებრ მირთმევამდე მოაყარეთ დაჭრილი ნიგოზი. წყარო:ნიგვზიანი ნაყინი
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.