შერონ სტოუნი ითამაშებს ახალ დრამაში – “Running Wild”. ფილმის რეჟისორი ალექს რანარიველო(“The Wrong Side of Right”) იქნება, ხოლო სცენარს კრისტინა მური და ბრაიან რუდნიკი დაწერენ.
შერონ სტოუნი ფილმში ანტი გმირს თამაშობს. სიტუაცია ვითარდება ქვრივის ირგვლივ, რომელიც ცდილობს შეინარჩუნოს რანჩო მსჯავდებულებთან მუშაობით.
Running wild – ს აწარმოებს და აფინანსებს ESX ენტერტეიმენტი – ფორესტ ლუკასისა და ალი აფშარის ახალად ჩამოყალიბებული კომპანია. კრისტინა მური ასევე იქნება ფილმის პროდიუსერი.
ფილმის მიზანია ის, რომ მაყურებელს აჩვენოს ამერიკული ცხოვრების სტილი. ფილმის გამოსვლის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.
მასალის გამოყენების პირობები