ცნობილი ჟურნალი People ძლიერი სქესის ყველაზე სექსუალური წარმომადგენლების რეიტინგს ყოველწლიურად ადგენს. გასულ წელს პირველი ადგილი „თორისა“ და „შურისმაძიებლების“ ვარსკვლავმა ქრის ჰემსვორტმა დაიკავა. ვინ გაიმარჯვებს ამჯერად, ჯერ კიდევ, გამოცანად რჩება, მაგრამ კანდიდატები უკვე ცნობილნი არიან. მთავარი სექს-სიმბოლოს წოდების პრეტენდენტების სიაში აღმოჩნდნენ მეთ ბომერი, ტეო ჯეიმსი, კიტ ჰარინგტონი და სხვები.
გასულ წლებში ყველაზე სასურველ მამაკაცებად People-ის აზრით დასახელდნენ დევიდ ბექჰემი, ბრედ პიტი და რაიან გოსლინგი. ვინ აღმოჩნდება წელს რეიტინგის სათავეში, მხოლოდ, ნოემბერში გახდება ცნობილი. წლევანდელ სიაში შეგვიძლია ვიხილოთ „დივერგენტის“ ვარსკვლავი ტეო ჯეიმსი, ჩანინგ ტატუმი, ჯო მანგანელო, მეთ ბომერი, „სამეფო კარის თამაშების“ სექს-სიმბოლო კიტ ჰარინგტონი, ქრის პრეტი, ტეილორ კიტჩი, ლიამ ჰემსვორტი, დევ პატელი და სხვები.
მასალის გამოყენების პირობები