რუბრიკები
ანაკლიაში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა დასრულდა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ ანაკლიაში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობის მასშტაბური პროექტი დაასრულა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში სატუმბი სადგური, რეზერვუარი და ჭაბურღილები აშენდა, ასევე მოეწყო გადამცემი მაგისტრალური მილსადენი. დასრულებული სამუშაოები გაერთიანებული წყალმომარგების კომპანიის დირექტორმა ნიკოლოზ ქიზიყურაშვილმა, აზიის განვითარების ბანკის ადგილობრივი მისიის ხელმძღვანელმა ქეით ჯულიანმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს. ანაკლიაში წყალმომარაგების სისტემა წლების განმავლობაში მოუწესრიგებელი იყო. აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდეგ, ადგილობრივი მოსახლეობა და ასევე, იქ ჩასული ტურისტები, რომელთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება, 24 საათიანი წყალმომარაგებით იქნებიან უზრუნველყოფილნი. სამშენებლო სამუშაოები აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა. პროექტის ღირებულებამ 10 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.