სამეგრელოს რეგიონში სტიქიით მიყენებული თხილის ზარალის ანაზღაურებას აგროდაზღვევის ფარგლებში სადაზღვეო კომპანიები იწყებენ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დაზარალებულ ოჯახებს სადაზღვეო კომპანია „ალდაგ“-მა ზარალი აუნაზღაურა. სხვა სადაზღვეო კომპანიები კი ზარალს იმ ოჯახებს, რომელსაც მოსავალი დაზღვეული ქონდათ სექტემბრის ბოლომდე აუნაზღაურებენ.
ზარალის ოდენობა სადაზღვეო კომპანიის ექსპერტებმა გაშენებული თხილნარის ფართის, დაზაინებული ნაყოფის და თხილის ფასის შესაბამისად გამოითვალეს. კომპანია "ალდაგმა" სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაზღვეულ 280 ოჯახს 140 000 ლარი გადასცა.
ძლიერმა ქარმა თხილის მოსავალს ზიანი სამეგრელო-ზემო სვანეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტში მიმდინარე წლის 8 ივნისს მიაყენა.
მასალის გამოყენების პირობები