წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დაბა ჯვარში ქვეყნის ინდუსტრიული მემკვიდრეობის განვითრების მიზნით, ენგურჰესის თაღოვანი კაშხლისთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების ცერემონია გაიმართა.
ცერემონიაზე ვიცე-პრემიერმა, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა, კახა კალაძემ, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა, მიხეილ გიორგაძემ, ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც ინდუსტრიული მემკვიდრეობის გამორჩეული ძეგლისთვის ეროვნული კატეგორიის მნიშვნელობის განსაზღვრას ითვალისწინებს. სიტყვით გამოსვლისას მინისტრებმა განაცხადეს, რომ ენგურჰესი ქვეყნის პირველი ინდუსტრიული ძეგლი იქნება, სადაც სამუზეუმო-საინფორმაციო სივრცე და ვიზიტორთათვის ენგურზე გადასახედი პლატფორმები მოეწყობა. მათი განცახადებით, იქნება ტურისტებისთვის მიმზიდველი ადგილი, რაც რეგიონის განვითარებას შეუწყობს ხელს.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ენგურჰესის თაღოვანი კაშხალი არის ერთ-ერთი დამაკავშირებელი და „დანგრეული ხიდის“ გამაერთიანებელი აფხაზ ხალხთან. კახა კალაძემ შეხვედრის დასასრულს ენგურჰესის 12 თანამშრომელი ხანგრძლივი და ნაყოფიერი მუშაობისთვის სიგელებით დააჯილდოვა და ფულადი პრემია გადასცა.
ღონისძიებას მთავრობის სხვა წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები