ზუგდიდის რაიონის სოფელ ჭითაწყარში ავტოსაგზაო შემთხვევა “სოკარის” ბენზინგასმართ სადგურთან მოხდა. ურთიერთსაწინააღმდეგო მიმართულებით მოძრავი ორი მიკროავტობუსი ერთანეთს შეეჯახა. ავარიას მსხვერპლი არ მოჰყოლია. დაშავებულები ზუგდიდის რეფერალურ სავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების თქმით, ამ დროისთვის მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და სახანძრო– სამშველო ბრიგადა, ვინაიდან ერთ-ერთ მანქანაში დამონტაჟებული გაზის აპარატურის აალების საშიშროება არსებობდა.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები