ხობის რაიონის სოფელ შავღელეში უბედური შემთხვევა მოხდა. მდინარე რიონში 12 წლის მოზარდი დაიხრჩო. არასრულწლოვანს, მესამე დღეა უშედეგოდ ეძებენ. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, ბაბუამ შვილიშვილები მდინარეში საბანაოდ წაიყვანა,რა დროსაც მოზარდები მდინარის დინებამ გაიტაცა. ერთ-ერთის გადარჩენა მოხერხდა. მეორე არასრულწლოვანს კი სამეგრელოს სამაშველო სამსახურის და სანაპირო დაცვის თანამშრომლები ადგილობრივებთან ერთად ამ დრომდე ეძებენ.
მასალის გამოყენების პირობები