სამეგრელოს სამაშველო სამსახურის და სანაპირო დაცვის თანამშრომლებმა სამდღიანი ძებნის შედეგად, რიონში დამხრჩვალი 12 წლის ბავშვის ცხედარი იპოვეს.
მყვინთავები აცხადებენ, რომ ცხედრის პოვნა ცუდი ხილვადობის გამო ვერ ხერხდებოდა. გარდაცვლილს ექსპერტიზა ადგილზე ჩაუტარდა.
მოზარდი 20 აგვისტოს მდინარე რიონის ჩქარმა დინებამ გაიტაცა. უბედური შემთხვევა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შავღელეში მოხდა.
მასალის გამოყენების პირობები