ზუგდიდი-მესტიის ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალზე სოფელ ჩხორიასთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მიკროავტობუსი, რომელშიც 8 უცხოელი ტურისტი იჯდა, ელექტროენერგიის გადამცემ ბოძს შეეჯახა და გადაბრუნდა. ავარიას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა შემთხვევის შედეგად 15 ადამიანი დაშავდა, მათ შორის მიკროავტობუსის მძღოლი და გიდი. დაშავებულები სხეულის მძიმე დაზიანებებით ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. 4 ტურისტს კი ამ დროისთვის ოპერაცია უტარდება.
შსს-ს ინფორმაციით ფაქტზე ძიება 276-ე მუხლის 1 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები