ზუგდიდში დემნა შენგელაიას ქუჩაზე ხანძრის შედეგად კერძო სახლი ნაწილობრივ დაიწვა. ოჯახის წევრებმა სახლის დატოვება დროულად შეძლეს, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. შემთხვევის ადგილზე სამეგრელოს სამაშველო სამსახურის ბრიგადები მუშაობდნენ. მათი თქმით, არსებობდა საშიშროება, რომ ცეცხლი მეზობელ სახლებზეც გავრცელებულიყო.
ცეცხლის ლოკალიზება რამდენიმე საათიანი მუშაობის შემდეგ მოხერხდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზები უცნობია.
მასალის გამოყენების პირობები