თომა ჩაგელიშვილი სარაევოს კინოფესტივალზე IDFA Award – ით დაჯილდოვდა. ჯილდო მის პროექტს „ბერლინის მცირე კედელი” გადაეცა, რომელიც ფესტივალის ფარგლებში სექციაში Docu Rough Cut Boutique იღებდა მონაწილეობას. გამარჯვების შემდეგ, თომა ჩაგელიშვილის პროექტი ამსტერდამის დოკუმენტური ფილმების ფესტივალის მარკეტზეა მიწვეული, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ფესტივალად არის აღიარებული.
„ბერლინის მცირე კედელი” ამჟამად მონტაჟის პერიოდშია.
ავტორი:საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი
მასალის გამოყენების პირობები