რუბრიკები
CENN - ასწლოვან ხეებს მატლები შეესივნენ
აჭარისა და სამეგრელოს რეგიონებში მავნებლების მასობრივი გავრცელება ხდება, რაც ბზის ხეების სწრაფი ხმობას იწვევს. ინფორმაციას ამის შესახებ კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN) ავრცელებს. კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის ინფორმაციით, შექმნილი მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე, დღეს, ზუგდიდის სამხარეო ადმინისტრაციის სხდომათა დარბაზში დანიშნულია საგანგებო თათბირი, სადაც რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლები არიან მოწვეულნი. თათბირის მიზანია, საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების გეგმის განსაზღვრა და კოორდინირებული ზომების მიღება. ბოლო დღეებში აჭარისა და სამეგრელოს რეგიონებში შეიქმნა საგანგებო სიტუაცია მცენარეთა დაცვის კუთხით, რაც დაკავშირებულია საშიში მავნებლის, ბზის ალურას (პეპლების რაზმი Crambidae-ის ოჯახიდან) მასობრივი გავრცელებით და ბზის ხეების სწრაფი ხმობით მწვანე ზოლებსა და კერძო ნაკვეთებში. მავნებლები იკვებებიან ბზის ფოთლებით, ასევე ყლორტებიდან წოვენ მცენარის წვენს. მათ შეუძლიათ გაანადგურონ მრავალწლიანი მცენარეები ძალიან მცირე დროში. მავნებლის განსახლების შემდეგ ბზა თითქოს დამწვარია. სპეციალისტების განცხადებით, აფეთქების პერიოდში ალურას 1 დღე-ღამეში 1 ჰექტარი ტერიტორიის სრული განადგურება შეუძლია. აჭარის სატყეო სააგენტოს განცხადებით, მავნებლების გავრცელება უკვე შეინიშნება ხეხილზეც. ალურა ასევე დაფიქსირებულია სატყეო ფართოებებზეც", - ნათქვამია განცხადებაში. "მცენარეთა დაცვის სამსახურმა გასულ წელს გაავრცელა რეკომენდაციები მავნებლის საწინააღმდეგო პრეპარატების გამოყენებაზე და ცალკეულ შემთხვევებში, მუნიციპალური სამსახურებისა და კერძო პირების მიერ გატარებულმა ღონისძიებებმა მოკლევადიანი ეფექტიც გამოიღო, თუმცა, არაორგანიზებული და ფრაგმენტული სახის ღონისძიებები არ აღმოჩნდა საკმარისი სიტუაციის დარეგულირებისთვის და მავნებლის გავრცელებამ კატასტროფული ხასიათი მიიღო. კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელში (CENN) მიაჩნიათ, რომ შექმნილი სიტუაცია სცილდება როგორც ადგილობრივ, ასევე რეგიონულ მასშტაბებს და მოითხოვს რეაგირებას ეროვნულ დონეზე – სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად. საჭიროა სპეციალური რეჟიმის ამოქმედება, რათა შესაბამისმა სამსახურებმა ისარგებლონ გამარტივებული პროცედურებით შესაწამლი პრეპარატების შესყიდვისა და გამოყენებისას. გეგმის შემუშვება უნდა მოხდეს სპეციალისტებთან კონსულტაციით, ხოლო მისი განხორციელების პროცესში საზოგადოება და ადგილობრივი მოსახლეობა უნდა ჩაერთოს", - აცხადებენ ორგანიზაციაში.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.