ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე ზუგდიდში შეხვედრა გაიმართა (ვიდეო)
14:51 / 24.08.2015
ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, მთვრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს უფროსი ნატალია ჯალიაშვილი იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად სამეგრელოში იმყოფებოდა.
კამპანიის ფარგლებში, გაიმართა შეხვედრა ადგილობრივი თვითმართველობების, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. შეხვედრის მთავარი განსახილველი თემა იყო ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული და საერთაშორისო მექანიზმები და სტანდარტები. როგორც შეხვედრაზე ითქვა, კამპანია საინფორმაციო ხასიათისაა და მისის მიზანია ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის 2014-2015 წწ. პოპულარიზაცია. ის საქართველო-ევროკავშირის ვიზა-ლიბერალიზაცია სამოქმედო გეგმის შემფასებელი მისიის რეკომენდაციის შესაბამისად ხორციელდება.
საინფორმაციო კამპანიის მხარდამჭერია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნო, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი (OHCHR).
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები