თითქმის ოთხი საათია ჩაკეტილია ზუგდიდ-მესტიის ცენტრალური მაგისტრალი სოფელ ხაიშთან. მესტიის რაიონის ოთხი სოფლის მოსახლეობა ადგილობრივ ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ ადგილობრივებისთვის მუნიციპალიტეტის მასშტაბით არაფერი კეთდება. მთავარი მოთხოვნა, რომელიც აქციის მონაწილეებს აქვთ ჭუბერის გზის მშენებლობას უკავშირდება, რომლისთვისაც ბიუჯეტიდან ათი მილიონი ლარია გამოყოფილი. ათობით მანქანა დგას საცობში. უმეტესობა ტურისტია,ისინი გზის გახსნას ელოდებიან.
მოსახლეობის ნაწილი მესტიის მაჟაროტარ დეპუტატთ ვიქტორ ჯაფარიძესთან და მესტიის გამგებელ კახა ჟორჟოლიანთან შეხვედრას ითხოვს. ისინი აცხადებენ,რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ აქციის შესახებ იცოდა,მაგრამ მათთან შესახვედრად არ მივიდა.
მასალის გამოყენების პირობები