რუბრიკები
ორაგულის კატლეტი
ინგრედიენტები: • 400 გ. ორაგულის ფილე. • 150 მლ. რძე. • 100 გ. ბროკოლი. • 300 გ. კარტოფილი. • 30 გ. ოხრახუში. • 4 ს.კ. ფქვილი. • 3 ც. კვერცხი. • 150 გ. პურის ნამცეცები. • 1 ც. დაფნის ფოთოლი. მომზადების წესი: ✔ აადუღეთ წყალი და მოხარშეთ გაფრცქვნილი და კუბებად დაჭრილი კარტოფილი. ხარშეთ 10 წუთი და შემდეგ დაუმატეთ ბროკოლი. კარგად მოხარშეთ ორივე. ✔ სანამ ბოსტეული იხარშება, გააცალეთ ორაგულს კანი, ფხა და შემდეგ დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად. ოხრახუში დაჭერით წვრილად. ✔ დადგით რძე ცეცხლზე, როგორც კი რძე გათბება, დაუმატეთ დაფნის ფოთოლი და თევზი, მიიყვანეთ ადუღებამდე და მაშინვე გადმოდგით ცეცხლიდან. დაფნის ფოთოლი ამოიღეთ, ხოლო თევზი დატოვეთ ქვაბში. შემდეგ თევზვიც ამოიღეთ და გამოაშრეთ საწურზე. ✔ მოხარშული ბროკოლი და კარტოფილი ოდნავ გააშრეთ საწურზე, შემდეგ კი დაჭყლიტეთ და მიიღეთ ერთგავროვანი მასა. ✔ გადაიტანეთ ორაგულის ნაჭრები ღრმა ჯამში. დაუმატეთ პიურე, ოხრახუში, 2 ს.კ. ფქვილი და ერთი კვერცხი. მოაყარეთ მარილი და პილპილი გემოვნებით და კარგად ამოურიეთ. უნდა მიიღოთ ერთგვაროვანი მასა. დაუმატეთ რძე, რომელშიც მოიხარშა თევზი, მცირე რაოდენობით და კიდევ აურიეთ. ✔ 3 სხვადასხვა, ღრმა თეფშე მოათავსეთ 2 ს.კ. ფქვილი, 2 ოდნავ ათქვეფილი კვერცხი და პურის მარცვლები. მიღებული ფარშის მიეცით სასურველი ფორმა და შემდეგ ამოავლეთ ჯერ ფქვილში, შემდეგ კვერცხში და ბოლოს მარცვლებში. ✔ გააცხელეთ ღუმელი 180 გრადუსზე, შედგით ცხიმწასმული საცხობი ტაფა და კარგად გააცხელეთ. შემდეგ მოათავსეთ მასზე კოტლეტები და შედგით 10 წუთის მანძილზე. გადმოაბრუნეთ და ისევ 10 წუთი გააჩერეთ. მზა კოტლეტები ოდნავ გააციეთ და მიიტანეთ სუფრასთან. გემრიელად მიირთვით
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აპრილი 2025 »»
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 1234
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.