„ბიჭებმა ერთად 5 წელი გაატარეს, ეს ნებისმიერი ბოიბენდისთვის საკმაოდ დიდი დროა. ნამდვილად იმსახურებენ ცოტა ხნით მაინც საკუთარ პროექტებზე იმუშაონ, მათ შორის არავითარი კონფლიქტი არ მომხდარა, გადაწყვეტილება ურთიერთშეთანხმებით მიიღეს,“- ყვება ანონიმური წყარო.
ბოიბენდ One Direction-ის ფანები შოკში არიან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჯგუფი, დაახლოებით 1 წლით იშლება. მიზეზად, ჯგუფის წევრების სოლოკარიერის აწყობის სურვილი სახელდება. ინსაიდერების თქმით, კოლექტივის წევრებმა, გარი სტაილზმა, ნაილ ჰორანმა, ლიამ პეინმა და ლუის ტომლინსონმა, რომლებიც ამჟამად სუპერპოპულარულები არიან, ერთობლივად გადაწყვიტეს, ცოტა ხნით დაიშალონ. შესაბამისად, არც მათი მეხუთე ალბომის მხარდასაჭერ ტურნეს გამართავენ და უბრალოდ, ხანგრძლივ პაუზას აიღებენ.
გასულ კვირას ჯგუფმა კლიპი „Drag Me Down“ წარმოადგინა. მაშინ არავინ ვარაუდობდა, რომ ეს უკანასკნელი ვიდეო იქნებოდა მათ შემოქმედებაში. ჯგუფის თაყვანისმცემლებს 31 ოქტომბერს შეფილდში დაგეგმილ კონცერტზე დასწრებაც შეეძლებათ, ამას გარდა, წლის ბოლოდე One Direction-ის მეხუთე ალბომიც გამოვა, თუმცა მისი მხარადსაჭერი ტურნე, რომელიც 2016 წლის დასაწყისიდან უნდა გამართულიყო, აღარ შედგება.
მასალის გამოყენების პირობები