რუბრიკები
"ენგურჰესზე" ქართველი და აფხაზი ენერგეტიკოსების შეხვედრა გაიმართა

აფხაზური მედია "ჩერნომორენერგოს" პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება, რომ შეხვედრაზე ტექნიკური თანამშრომლობის დეტალები განიხილეს.

კერძოდ, ძლიერი სიცხეების გამო, დასავლეთ საქართველოში "ენგურჰესის" თაღოვან კაშხალზე წყლის დონემ 17 მეტრამდე დაიკლო. ბოლოს ასეთი ვარდნა რამდენიმე ათეული წლის წინ დაფიქსირდა. გარდა ამისა, გაიზარდა დატვირთვა ელექტრომომარაგების ქსელზე ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს. შეხვედრაზე შემოდგომა-ზამთრისთვის მოსამზადებელი სამუშაობის შესახებ იმსჯელეს.

აფხაზურ მხარეს "ჩერნომორენერგოს" გენერალური დირექტორი ასლან ბასარია, დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატი ახრა ბჟანია და მათი თანხმლები პირები, ქართულ მხარეს კი ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეები – ილია ელოშვილი და ირაკლი ხმალაძე წარმოადგენდნენ.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აპრილი 2025 »»
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 1234
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.