ფოთში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე კორპუსის მობინადრეები მერიასთან შეიკრიბენენ.
მათი თქმით, კორპუსების რეაბილიტაცია 2013 წლის შემოდგომაზე დაიწყო და რამდენიმე თვეში უნდა დასრულებულიყო, თუმცა სამუშაოები ამ დრომდე არ დასრულებულა. აქციის მონაწილეები უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოებზეც საუბრობენ. მათი თქმით, ყოველი წვიმის დროს მათ სახლებში წყალი ჩადის.
სამი კორპუსის მობინადრეები ხელისუფლებისგან დროულ რეაგირებას ითხოვენ. აქციის მონაწილეებს მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ზურაბ ყურუა გამოეხმაურა, იგი შეკრებილებს დახმარებას დაჰპირდა. ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენელი აცხადებს, რომ სარემონტო სამუშაოები სექტემბრის ბოლოს დასრულდება. მისი ინფორმაციით, ყველა ხარვეზი გამოსწორდება.
მასალის გამოყენების პირობები