ზუგდიდში, ერთი დოლარის ღირებულება 2.40 ლარიდან 2.45 ლარამდე, ხოლო ევროს საფასური კი 2.65-დან 2.70 ლარამდე მერყეობს.
სავალუტო ჯიხურებში აცხადებენ, რომ წინა დღეებთან შედარებით დოლარის ფასი გაიზარდა. მათივე ინფორმაციით, ასეთი მკვეთრი ცვლილების გამო, მომხმარებლები დოლარის ყიდვა-გაყიდვას უფრთხიან. ძირითადად ყიდულობენ, ვიდრე ყიდიან. ბევრმა სავალუტო ჯიხურმა ვალუტით ვაჭრობაზე უარი განაცხადა. მიზეზი არაპროგნოზირებადი და არამართვადი სიტუაციაა. დოლარის კურსი დღითი დღე იცვლება, შესაბამისად იცვლება ადგილობრივების განწყობილებაც. განსაკუთრებით მათი, ვისაც სესხი, ან გადასახადი დოლარში აქვთ აღებული.
მოქალაქეები აცხადებენ, რომ დოლარის კურსის გამო გაურკვევლობაში არიან. მოსახლეობა შიშობს, რომ მომდევნო დღეებში დოლარს ფასი უფრო მოემატება, რაც მათივე თქმით, მათ ჯიბეებზე უარყოფითად იმოქმედებს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები