თვის დასაწყისში 20th Century Fox – ი არჩევდა ქალ მსახიობებს იქს ადამიანების კიდევ ერთი ახალი ფილმის, “გამბიტისთვის”. როლზე განიხილებოდა სამი მსახოიბი – ლეა სეიდუ, რებეკა ფერგიუსონი და ეკი ლი. დღეს კი უკვე ვრცელდება ხმა, რომ სტუდიამ როლი ლეა სეიდუს შესთავაზა. როგორც ჩანს რებეკა ფერგიუსონი თამაშს მაშინ გამოეთიშა როცა ის დაამტკიცეს მთავარ როლზე ფილმში The Girl on the Train.
კომიქსების მიხედვით ლეას პერსონაჟი ბელა არის ნიუ ორლეანის მკვლელთა რამის ლიდერის ქალიშვილი, რომელსაც უყვარდება რემი ლებუ – ჩანინგ ტატუმის პერსონაჟი.
რაც შეეხება ჩანინგ ტატუმს, ის ოფიციალურად როლზე ამ თვის დასაწყისში დაამტკიცეს. ვრცელდებოდა ჭორებიც იმის შესახებ, რომ ჩანინგმა როლი დატოვა. ამ დროისთვის სხვა მსახიობები როლზე არცერთ როლზე არ განიხილებიან. ვნახოთ რა მოხდება შემდეგში და როგორი სამსახიობო ჯგუფი შეიკრიბება “გამბიტისთვის”.
მასალის გამოყენების პირობები