ფოთში ინტენსიური წვიმის შედეგად, დატბორილია ცენტრალური ქუჩები. წყალმა დატბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები. დაზიანებულია საყოფაცხოვრებო ნივთები და ტექნიკა.
რამდენიმე საათის განმავლობაში უბნებს ელექტროენერგია არ მიეწოდებოდათ, რის გამოც ფოთში არსებული 7 სატუმბი სადგურიდან 2 გაითიშა.
ამ დროისთვის ქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება აღდგა და სატუმბებიც გამართულად მუშაობს.
სტიქიის ზონაში მობილიზებულები არიან სამაშველო სამსახურის თანამშრომლები, დაწყებულია წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები.
მასალის გამოყენების პირობები