რუბრიკები
შეფასებებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა

2015 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების  შედეგები  ჩარიცხვისა და გრანტის შესახებ დღეს გახდა ცნობილი.

საქართველოს მასშტაბით წარმატებულ აბიტურიენტთა შორის ზუგდიდის კერძო სასწავლებლის „GLC” -ის  მოსწავლეები გახდნენ: ცოტნე დავლიანიძე - ,,თავისუფალი უნივერსიტეტი" 100 % გრანტი, თათული ვერავა - ,,თავისუფალი უნივერსიტეტი"' 100 % გრანტი, დათო თოდუა- ,,სახელწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი'' 70 % გრანტი, ირაკლი კაკულია - ,,სახელწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი'' 100 % გრანტი. გიორგი კარკალია- თსუ - 50% გრანტი. ეკატერინე ნანავა - ,,თავისუფალი უნივერსიტეტი"' 50 % გრანტი. ლიკა ნოდია - ,,საქართველოს უნივერსიტეტი'' 50 % გრანტი. დავით ქვარცხავა - ,,თავისუფალი უნივერსიტეტი"' 100 % გრანტი. ირაკლი ყალიჩავა - ,,თავისუფალი უნივერსიტეტი"' 100 % გრანტი.

საბოლოო შედეგების სანახავად აბიტურიენტი სისტემაში უნდა შევიდეს პირადი ნომრითა და საგამოცდო საიდენტიფიკაციო კოდით.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე ერთიანი ეროვნული გამოცდები 2015-ის საბოლოო შედეგები (ინფორმაცია ჩარიცხვისა და გრანტის მოპოვების შესახებ) გამოქვეყნდა. 28 053 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა, 6 ათასზე მეტმა - სახელმწიფო გრანტი მოიპოვა, 3700-ზე მეტი კი სახელმწიფოს მიერ გამოცხადებული სპეციალობებზე უფასოდ ისწავლის. სულ ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობას 39 ათასამდე აბიტურიენტი მონაწილეობდა. ვაკანტური დარჩა 18 ათასზე მეტი ადგილი. სულ უმაღლეს სასწავლბლებში 44 ათასზე მეტი ადგილი იყო. თსუ-ში თითქმის ყველა ადგილი შეივსო. არც ერთი ვაკანტური ადგილი არ დარჩენილა აგრარულ უნივერსიტეტში. ასევე, თითქმის ბოლომდე შეივსო ილიაუნი და თავისუფალი უნივერსიტეტი. გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ყველაზე მეტი ვაკანტური ადგილი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დარჩა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.