უხვმა ნალექმა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში, საჭოჭუოს უბანში ათამდე ადგილობრივის საცხოვრებელი სახლები და საკარმიდამო ნაკვეთები დატბორა. როგორც დაზარალებულები აცხადებენ, გადაუღებელმა წვიმამ საყოფაცხოვრებო ნივთები და მოსავალი ნაწილობრივ გაანადგურა. მათივე თქმით, წყალდიდობას მათი საცხოვრებელი სახლების წინ გამავალი სანიაღვრე არხი იწვევს, რომელსაც სატუმბი სისტემა აქვს მოშლილი.
დაზარალებულები დახმარებით ადგილობრივ ხელისუფლებას მიმართავენ. ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, რომ სანიაღვრე არხის სამი სატუმბი სისტემიდან ორი მუშაობს, დაზიანებული სატუმბი სისტემის აღდგენით სამუშაოებს ახლო მომავალში დაიწყებენ. ამ დროისთვის, სტიქიის ზონაში ზარალის დამთვლელი სპეციალური კომისია მუშაობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები