ინგრედიენტები:
• 300 გ. ფქვილი.
• 170 გ. მარგარინი.
• 2 ც. კვერცხი.
• 1 ც. ლიმონი.
• 300 გ. შავი მოცხარი.
• 350 გ. შაქარი.
• 1 ს.კ. სახამებელი.
• მწიკვი მარილი.
მომზადების წესი:
✔ ფქვილი მოათავსეთ დაფაზე, შუაში ჩააღრმავეთ, ჩადეთ შაქარი (100 გ.), კვერცხის გულები, 150 გ. მარგარინი (პატარა ნაჭრებად დაჭრილი), ლიმონის ცედრა, მარილი და ღვინო. სწრაფად მოზილეთ ცომი.
✔ მიეცით ცომს მრგვალი ფორმა, გადააფარეთ პერგამენტის ქაღალდი და დადგით სიცივეში 30 წუთით.
✔ ფორმას წაუსვით დარჩენილი მარგარინი. ცომი ოდნავ გააბრტყელეთ, ჩადეთ ფორმაში და გადააფარეთ პერგამენტის ქაღალდი. ზევიდან დააყარეთ ლობიოს ან ბარდის მარცვლები და აცხვეთ 180 გრადუსზე, 20 წუთის განმავლობაში.
✔ ცილა კარგად ათქვიფეთ, დაუმატეთ 150 გ. შაქარი და ისევ ათქვიფეთ. მოცხარს დაუმატეთ შაქარი და სახამებელი და კარგად აურიეთ.
✔ ღუმელში დაუწიეთ გრადუს. ამოაცალეთ პერგამენტის ქაღალდი, მარცვლებთან ერთად. ჩადეთ ცომში მოცხარის შიგთავსი და ზევიდან დაადეთ ცილა. აცხვეთ 15 წუთით.
გემრიელად მიირთვით
მასალის გამოყენების პირობები