რუბრიკები
სარა ჯესიკა პარკერი ქერი ბრედშოუს როლზე უარს აცხადებდა
აღმოჩნდა, რომ სუპერპოპულარული სერიალის, „სექსი დიდ ქალაქში“-ს მთავარი პერსონაჟის როლის შემსრულებელი, სარა ჯესიკა პარკერი, სერიალში თამაშზე, თავიდან კატეგორიულ უარს აცხადებდა და რომ არა ტელეკომანია HBO-ს ხელმძღვანელების სიჯიუტე, მის როლს სხვა შეასრულებდა. ამის შესახებ მასმედიის წარმომადგენლებს პარკერის კოლეგამ, რომელთან ერთადაც ბროდვეიზე თამაშობს, მოუთხრო. სეტ რადეტსკიმ ჟურნალისტებს უამბო:“სარა ჯესიკას ამ პროექტში ეჭვი ეპარებოდა, ძალიან ბევრი იფიქრა, სანამ საპილოტე ვერსიის გადაღებებში მონაწილეოებას დათანხმდებოდა, სერიალებში თამაშის პერპექტივა არასოდეს ხიბლავდა, მაგრამ შემდეგ, სცენარი მოეწონა, საცდელ გადაღებებზე მივიდა და ყველაფერი მალევე გადაავიწყდა. რამდენიმე თვის შემდეგ შეიტყო, რომ „სექსი დიდ ქალაქში“-ს გადაღება გადაწყდა, მაგრამ მას ფილმში მონაწილეობის სურვილი საერთოდ აღარ ჰქონდა, პროექტის ხანგრძლივობა აშინებდა, სარა მრავალფეროვნების მოყვარულია“. სეტის თქმით, ვარსკვლავი საპირისპიროში ძლივს დაარწმუნეს: „უარის თქმას ცდილობდა, HBO-ს ისიც კი განუცხადა, რომ მათ 3 პროექტში ჰონორარის გარეშე მიიღებდა მონაწილეობას, ოღონდ, კონტრაქტის დარღვევს უფლება მიეცათ, ბოლოს და ბოლოს, ბევრი ხვეწნის შემდეგ შეთავაზებაზე დაითანხმეს, რაც შემდგომ, რა თქმა უნდა, არასოდეს უნანია“, - ყვება სეტი. წყარო:OK! Magazine Georgia
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.