ინტერნეტ-მაღაზია Amazon-მა ღვინის, ლუდის და სხვა ალკოჰოლური სასმელების მიტანის სერვისი დაიწყო აშშ-ის ტერიტორიაზე, თავისი სწრაფი მომსახურების სამსახურის, Prime Now-ის ფარგლებში.
ინტერნეტ-მაღაზია Prime Now-ს ახლა სიეტლში უშვებს, სადაც მისი შტაბ-ბინა მდებარეობს. სერვისი ასევე ითვალისწინებს ალკოჰოლის მიწოდებასაც კლიენტებისთვის. სიეტლის გარეთ მიტანის დრო შეიძლება გაიზარდოს, თუმცა კომპანიამ განაცხადა, რომ Prime Now-ს მომავალში სხვა ქალაქებსაც შესთავაზებს.
Prime Now პირველად ნიუ-იორკში, შარშან გაუშვეს და მხოლოდ საკვების მიტანას ითვალისწინებდა. სერვისზე წლიური ხელმოწერა $99 ღირს.
მასალის გამოყენების პირობები