ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი საცხოვრებლის შეცვლას აპირებენ. როგორც უცხოური მედია იტყობინება, წყვილი ლონდონში გადასახლებას გეგმავს და ამისთვის სახლსაც ეძებს.
ინსაიდერების თქმით, „ენჯი ევროკავშირის პოლიტიკის შესწავლასა და ამ სფეროში მოღვაწეობას აპირებს“. ჯერჯერობით, მეუღლეები გადასვლას არ ჩქარობენ, მაგრამ მათი გეგმები საკმაოდ რეალურია.
ივნისში ანჯელინამ და ბრედმა ვესტმისტერი მოინახულეს და დიდი, შვიდოთახიანი სახლიც დაათვალიერეს, მაგრამ 39 მილიონის ახალ ვილაზე დახარჯვა გადაიფიქრეს. ამ ვიზიტის ფარგლებში, ანჯელინა ლონდონში გამართულ საქველმოქმედო ღონისძიებასაც დაესწრო, რომელზეც ცხელ წერტილებში მცხოვრებ ქალთა პრობლემები განიხილეს.
მასალის გამოყენების პირობები