ჰეშტეგი #BlackMonday (შავი ორშაბათი), სოციალური ქსელი Twitter-ის ტოპში მოხვდა.
ამ ჰეშთეგით ხდება იმ პუბლიკაციების მარკირება, რომლებიც მსოფლიო საფონდო ბაზრებზე არსებულ კრიზისს აღწერს. თავის მხრივ Facebook-ის ტრენდებში კი მოხვდა თემა Stock Markets (საფონდო ბაზრები).
ამ კვირის ორშაბათი, მსოფლიო საფონდო ბირჟებზე ინდექსების მკვეთრი ვარდნით იყო გამორჩეული. ვარნდა აზიის ბაზარზე დაიწყო, ხოლო ამერიკის საფონდო ბაზარი, ინდექს Dow Jones-ის 1000 პუნქტით ვარდნით გაიხსნა.
მასალის გამოყენების პირობები