პოპის პრინცი რეჟისორ ჯონათან დემეს ახალ ფილმში მიიღებს მონაწილეობას, სახელწოდებით ფილმი პოპ მომღერლის 134 დღიანი მსოფლიო ტურნეს შესახებ იქნება.
“ძალზე ემოციური და ამაღელვებელია. ეს საუკუნის მუსიკალური ფილმი იქნება” – განაცხადა დემემ.
ახალი ფილმი ტიმბერლეიკის 2013 წლის მუსიკალური ალბომით “20/20 Experience” არის ინსპირირებული და სწორედ აღნიშნული ნამუშევრის პომოუშენისთვის გაწეულ მსოფლიო ტურნეს შეეხება.
შეგახსენებთ, ტიმბერლეიკს აქამდეც ჰქონია სამსახიობო გამოცდილება, ისეთ ფილმებში, როგორებიცაა: “The Social Network”, “Inside Llewyn Davis”, “Friends With Benefits” და “Runner Runner”.
ფილმის ზუსტი სახელწოდება ან დისტრიბუციის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.
მასალის გამოყენების პირობები