ამერიკელმა მსახიობმა, სცენარისტმა და პროდიუსერმა ჯეიმს ედვარდ ფრანკომ, გადაწვიტა მომღერალს, ლანა დელ რეის ბიოგრაფიული წიგნი მიუძღვნას.
როგორც ჯეიმსმა განაცხადა, ლანა მისი კარგი მეგობარია და უნდოდა მისთვის უფრო მეტი გაეკეთებინა, მაგრამ სამწუხაროდ, საჭირო დრო ვერ გამონახა. ამჟამად კი, გადაწყვეტილება უკვე მიიღო და განაცხადა, რომ 100-გვერდიანი წიგნი, ლანა დელ რეის ცხოვრების შესახებ 2016 წლის, 15 მარტს გამოვა.
„მომღერალი, მას შემდეგ იქცა ჩემთვის მუზად, რაც მისი ცხოვრების შესახებ, უფრო მეტი დეტალი გავიგე. როდესაც მის წარსულზე ვფიქრობ, ჩემი ბავშვობა მახსენდება“ - განაცხადა ფრანკომ.
ჯეიმსმა სამსახიობო მოღვაწეობა 90-იან წლებში დაიწყო, როდესაც მონაწილეობა სატელევიზიო სერიალში Freaks and Geeks და რამდენიმე ახალგაზრდულ ფილმში მიიღო. 2001 წელს ფრანკომ შეასრულა მთავარი როლი მარკ რიდელის მიერ გადაღებულ სატელევიზიო ბიოგრაფიულ ფილმში "ჯეიმზ დინი", რომლისთვისაც "ოქროს გლობუსი" დაიმსახურა, ნომინაციაში "საუკეთესო მსახიობი მინისერიალში". მან საერთაშორისო აღიარება მარველის კომიქსების პერსონაჟ ადამიანი-ობობას შესახებ გადაღებულ ტრილოგიაში ჰარი ოზბორნის როლის შესრულებით მოიპოვა.
მასალის გამოყენების პირობები