რუბრიკები
ფოთში დღეს სარაგბო ბაზა გაიხსნა (ვიდეო)
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა ფოთში სარაგბო ბაზა "პარკ-არენა" გახსნა. ბაზა ევროპული სტანდარტების გათვალისწინებით მოეწყო. აქ განთავსებულია 2 სათამაშო მოედანი. ბუნებრივსაფარიანი, რომელიც 2 500 მაყურებელზეა გათვლილი და ხელოვნურსაფარიანი, რომელიც 500 მაყურებელს იტევს. კომპლექსი აღჭურვილია საკონფერენციო, სატრენაჟორო და მოსასვენებელი ოთახებით, VIP, PRESS და მატჩის კომისრის ლოჟებით, ექიმისა და დოპინგ-კონტროლის კაბინეტებით. "პარკი-არენას" ტერიტორია მოიცავს 2 ჰექტარს. ფოთის სარაგბო ბაზა "პარკი-არენა" საქველმოქმედო ფონდ "ქართუს" დაფინანსებით ასოციაცია "ატუმ" მოაწყო. სარაგბო ბაზის გახსნას დაესწრნენ: სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში ლევან შონია, ფოთის მერი ირაკლი კაკულია, "ქართუ ჯგუფის" აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ლილუაშვილი და საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი გია ნიჟარაძე.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.