რუბრიკები
ფოთში რამდენიმე ქუჩა დაიტბორა
წუხანდელმა უხვმა ნალექმა განსაკუთრებული ზიანი ნაბადის უბანს მიაყენა. წვიმის შედეგად დატბორილია სამეგრელოს, კოკაიასა და სარსანიას ქუჩები.
ადგილობრივი მთავრობის ინფორმაციით, აღნიშნულ ქუჩებზე არსებული სატუმბი სადგური ელექტროენერგიის გათიშვის გამო არ მუშაობდა. მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ზურაბ ყურია ამბობს, რომ ამ ეტაპზე შვიდივე სატუმბი სადგური გამართულად მუშაობს და წყლის გადინება მალე მოხდება.
გაზიარება
მასალის გამოყენების პირობები