ზუგდიდში ზედოზირების საერთაშორისო დღე აღნიშნეს (ვიდეო)
12:57 / 31.08.2015
ზედოზირების შესახებ ცნობიერების ამაღლების დღესთან დაკავშირებით,ეროვნული კამპანიის ფარგლებში, ახალგაზრდა ფსიქოლოგთა და ექიმთა ასოციაცია „ქსენონმა“ სოლიდარობის აქცია- „სიცოცხლის ხეები“ გამართა.
აქციის მონაწილეებმა ნარკოტიკული ზედოზირებით და ნარკომანიით გარდაცვლილ პირთა ხსოვნის პატივსაცემად ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე წიწვოვანი ხეები დარგეს. ასოციაციის წარმომადგენლებმა საზოგადოებაში უფრო მეტი ინფორმირებულობის მიზნით ფლაერები დაარიგეს. ისინი აცხადებენ, რომ აღნიშნული აქცია მსოფლიო მასშტაბით იმართება და მისი მიზანია საზოგადოების ჩართულობა ნარკოტიკული ზედოზირების, მისი პრევენციის და მართვის საკითხებში.
კამპანიის მხარდამჭერები არიან: შიდსთან, ტუბერკულოზთან და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდი“(Global Fund),”მსოფლიო ექიმები-საფრანგეთი”(MDM) და ფონდი" ღია საზოგადოება-საქართველო“(OSGF).
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები