რუბრიკები
ზუგდიდში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მხარდაჭერის პროგრამა განიხილეს
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი თოდუამ, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავმჯდომარეებს ამხანაგობების მხარდაჭერის პროგრამის პროექტი წარუდგინა. საკრებულოს პრესსამსახურის ცნობით, თოდუამ შეხვედრის მონაწილეებს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის” პროექტი გააცნო და მათ შეკითხვებს უპასუხა. შეხვედრაზე ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ამხანაგობების მხარდაჭერის მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე ისაუბრა და დეტალურად ახსნა პროგრამის სხვადასხვა მიმართულება - ადგილობრივ თვითმმართველობასთან ურთიერთობის სამართლებრივი ფორმები და რეგულაციები, ფინანსური თანამონაწილეობის ზომები და ა.შ. შეხვედრაზე, ასევე ისაუბრეს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წინაშე არსებულ გამოწვევებზე. მხარეებმა შეაფასეს არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის ერთობლივი გზები დასახეს. შეხვედრას ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს ეკონომიკის, ურბანული განვითარებისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე თენგიზ ქოჩუა, ფრაქცია "ქართული ოცნება - რესპუბლიკელების" თავმჯდომარე ნიკოლოზ ზარქუა, საკრებულოსა და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები, განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის კოორდინატორი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში გურამ ჩიხლაძე და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.