ახალგაზრდა მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ცნობილი მწერლის ჯერომ სელინჯერის როლს შეასრულებს ბიოგარფიულ სურათში „Rebel in the Rye”.
ფილმს , რომლის რეჟისორი და სცენარის ავტორი დენი სთრონგი გახლავთ, კენეთ სლავენსკის წიგნის „ჯერომ დევიდ სელინჯერი: ცხოვრება“ მიხედვით გადაიღებენ.
ფილმი ავტორის იდუმალ აზრებსა და ცხოვრებას ჩაუღრმავდება და მოგვითხრობს წიგნის „თამაში ჭვავის ყანაში“ შექმნის ისტორიას.
სურათში წარმოჩენილი იქნება მწერლის ურჩი ბავშვობა, სისხლიანი მეორე მსოფლიო ომის წინა ხაზზე ბრძოლის მოგონებები, უდიდესი სიყვარული და უმძიმესი დანაკარგები, იმედგაცრუების ხანა და მუდმივი უარები გამომცემლებისაგან.
ნიკოლას ჰოლტი ცნობილია ისეთი ფილმებით, როგორებიცაა: „შეშლილი მაქსი: მრისხანების გზა“, „იქს-ადამიანები“. მას ასევე ვიხილავთ ფილმში “Equals” კრისტენ სტიუარტთან და ჯეკი ვივერთან ერთად.
მასალის გამოყენების პირობები