დიდი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც ადელმა მსმენელები ახალი სიმღერით გაახარა. მომღერლის შემოქმედებითი პაუზა ოთხ წელიწადზე მეტ ხანს გაგრძელდა. ამის გამო, გულშემატკივრები ხშირად გამოთქვამდნენ უკმაყოფილებას. მაგრამ, მათდა საბედნიეროდ, გასულ წელს ფარელმა განაცხადა, რომ ადელს ახალი სიმღერების ჩაწერაში ეხმარებოდა. დღეს კი ცნობილი გახდა, ალბომი სახელწოდებით „25“ ნოემბრის თვეში იხილავს სინათლეს.
ყველა, ვისაც „25“-დან ერთი სიმღერის მოსმენის საშუალება მაინც ჰქონდა, აღნიშნავს, რომ ეს ადელის ნამდვილი დაბრუნება იქნება და ის ძველებური მუხტით დაიპყრობს მუსიკალურ შოუბიზნესს. თუ ასეა, უნდა ვივარაუდოთ, რომ „გრემის“ დაჯილდოებაზე მომღერალი ისევ რეკორდული რაოდენობის პრიზებს აიღებს.
მასალის გამოყენების პირობები