კორპორაცია Apple, თავის ახალ iPhone-ს მსოფლიოს 9 სექტემბერს აჩვენებს - iPhone 6-ის და 6 Plus-ის გამოჩენიდან წლისთავზე. ჟურნალისტებმა უკვე დაიწყეს მისაწვევების მიღება Apple-ის ღონისძიებაზე, რომელიც სან-ფრანცისკოში გაიმართება.
მოსალოდნელია, რომ iPhone-ის გარდა, კომპანია ასევე წარმოადგენს სხვა პროდუქტების განახლებულ ვერსიებს და მათ შორის, გადიდებულ iPad-ს.
ამასთან, საკონსულტაციო კომპანია Gartner-ის მონაცემებით, გასულ კვარტალში iPhone-ის გაყიდვები 36%-ით გაიზარდა, რამაც Apple-ს საშუალება მისცა მყიდველების ნაწილი Samsung-თვის წაერთმია და სმარტფონების მსოფლიო ბაზარზე თავისი წილი 12.2%-დან 14.6%-მდე გაეზარდა.
მასალის გამოყენების პირობები