რუბრიკები
სოფელ შამადელას მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარაზენში, შამადელას უბნის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. ისინი საავტომობილო გზის რეაბილიტაციას, ინდივიდუალურ გამრიცხველიანებას, ელექტრო გადამცემი ბოძების განახლებას და სკოლის რეაბილიტაციას ითხოვენ. აქციაზე, დაახლოებით, 50-მდე ადგილობრივი იმყოფებოდა. გარდა ამისა, შამადელას უბნის მოსახლეობა სასმელი წყლის პრობლემაზეც საუბრობს. მათი თქმით, დაზიანებული წყლის გენერატორის შესაკეთებლად შამადელას რწმუნებულს მიმართეს, თუმცა უშედეგოდ. ასევე, შამადელას უბნის მოსახლეობის განმრტებით, მათი უბნის სკოლაში სწავლა მხოლოდ მეოთხე კლასამდეა შესაძლებელი, თუმცა ეს შენობაც დაზიანებულია. მათივე თქმით, სკოლის შენობას ჩამსხვრეული აქვს ფანჯრები, დაზიანებულია სახურავი, იატაკი და ამის გამო უარს ამბობენ სკოლაში ბავშვების მიყვანაზე. მათ უახლოეს სასწავლო დაწესებულებამდე კი, დაახლოებით, 4 კილომეტრის გავლა უხდებათ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მაია ღურწკაიას თქმით, შამადელას ადმინისტრაციულ ერთეულში ინფრასტრუქტურული სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება. მისივე თქმით, შამადელას მოსახლეობას წყლის პრობლემა რეალურად ორი დღის წინ შეექმნა. რაც შეეხება, ინდივიდუალურ გამრიცხველიანებას, „ენერგო პრო ჯორჯიაში“ აცხადებენ, რომ ეს პროცესი სოფელ შამადელაში წელს ვერ დაიწყება. ზუგდიდის რესურსცენტრის ხელმძღვანელის გონერ პაპავას განცხადებით, შამადელას სკოლაში არსებული პრობლემა მათთვის ცნობილია და განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სკოლის შენობის სარემონტო სამუშაოების დაწყებას უახლოეს მომავალში გეგმავს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.