ძლიერმა წვიმამ ზუგდიდის მოსახლეობას კვლავ პრობლემები შეუქმნა. ქალაქ ზუგდიდის ვიცე-მერი გია გულორდავა, ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებთან და სამაშველო ბრიგადებთან ერთად ადგილზე ეცნობოდა პრობლემებს.
გაწმენდითი სამუშაოები დაწყებულია. მოწოლილი ნიაღვრის შედეგად მწყობრიდან გამოსული არხები ამოიწმინდა. ამ წუთებში მიმდინარეობს რუსთაველის ქუჩა #89-ში არსებული შენობის საძირკველში დაგროვილი წყლის ამოტუმბვა.
მასალის გამოყენების პირობები