რუბრიკები
გარდაცვლილი ბიზნესმენის ოჯახს თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა (ვიდეო)
ზუგდიდში გარდაცვლილი ბიზნესმენის რუზგენ ჩუხუას ოჯახის წევრებს თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერათ და აცხადებენ, რომ ჩუხუას გარდაცვალებასთან დაკავშირებული ყველა გარემოება მისი მკვლელობისკენ მიუთითებს. გარდა ამისა, გარდაცვლილის ოჯახის წევრები, ამავე საქმეზე მოწმის სახით დაკითხულების ზ.კ-ს და მისი სიძეების გათავისუფლებას აპროტესტებენ და მათ დასჯას ითხოვენ. რადიო „ათინათი“ გარდაცვლილის მეუღლის რუზანა მარკარიანის ინტერვიუს უცვლელად გთავაზობთ: „პარასკევს, სწორედ მარიამობის დღესასწაულზე, კილასონია მოვიდა მანქანით და მითხრა, რუზგენს დაუძახეო, მე ვუპასუხე, რუზგენი ისვენებს და რატომ მელაპარაკები ასეთი ტონით, რა საქმე გაქვს რუზგენთან,მეთქი? მან მუქარის ტონით მომმართა: რუზგენთან გავარკვევ მაგასო, მან იცის, რა საქმე მაქვს მასათან და მინდა, რომ ჩამოვიდეს და დამელაპარაკოსო...დავთანხმდი და დავუძახე რუზგენს. ის ჩამოვიდა, დაელაპარაკა ჩვეულებრივ.. კილასონიამ მეგრულად უთხრა , კარგი კარგიო და წავიდა. კილასონია შაბათს დილის 9 საათზე მოდის და ისევ მოგვადგა, დაგვირეკა, მე ფანჯრიდან გავიხედე და სახლში შემოვიპატიჟე “შემოდი, რუზგენს ძინავს და მალე ჩამოვა-მეთქი“, რაზეც აგრესიული პასუხი მივიღე :"რუზგენი ახლავე ჩამოვიდესო“. რუზგენი გავაღვიძე და ვეუბნები, რომ ისევ ზვიადია შენთან მოსული და ითხოვს, რომ გახვიდე და რა ხდება-მეთქი. რაზეც მან მიპასუხა: რა უნდა ხდებოდეს, ისევ იმ ფულს ითხოვს, რომელიც ჯერ არ მიმიღიაო, მაგრამ, რომ მივიღებ -დავუბრუნებო, თუმცა, პროცენტებს მას უკვე 8 წელია ვუხდიო და ეს დოკუმენტებშიც არის ასახულიო. რუზგენი ჩავიდა, მე კი ფანჯრიდან ვუსმენდი, რომ ზვიადი ეუბნებოდა: თუ ხვალ 7 ათასს არ მოიტან, მაშინ ჩვენ უკვე ვიცით, რასაც ვიზამთო... რუზგენმა არაფერი არ უპასუხა და ჩუმად შემოტრიალდა, გამიკვირდა კიდეც, რომ ასე ხმის ამოუღებლად მობრუნდა.. ის უკვე რაღაც აფექტში იყო, ის არ ელოდა ასეთ მუქარას... რუზგენი რომ დაბრუნდა, ვკითხე, გემუქრებიან მეთქი? იმავე ღამეს მივიღე სმს შეტყობინება , სადაც ეს სიძე წერს რუზგენს: თუ შენ ხვალ არ დაგვახვედრებ ამ ფულს, ჩვენ ვიცით, რა დაგემართებაო. დილას რუზგენს ვუთხარი, სმს-ები თუ წაიკითხე, ეს მუქარა რაღაა მეთქი. მან მიაპსუხა, ეს კილასონიას სიძეაო...მე აღვშფოთდი, ასე გემუქრებიან და რამე რომ დაგემართოს, მე რა ვქნა , მეთქი... რაზეც მიპასუხა, რა უნდა დამემართოსო. ორშაბათს დილას გავაცილე სამსახურში... დაურეკა კილასონიამ, თუმცა, მან არ უპასუხა. რუსლანმა(გარდაცვლილის ძმა.ავტ.) გააფრთხილა, რომ თუ დაგირეკეს, უჩემოდ ამ შეხვედრაზე არ წახვიდეო... როდესაც რუზგენი მანქანით გავიდა, რუსლანს ელაპარაკებოდა ტელეფონით და კუთხეში უკვე იდგა მანქანა, რომელშიც ორი ადამიანი იმყოფებოდა, კილასონიას ორი სიძე. მერე უკვე, როდესაც რუზგენმა დაურეკა რუსლანს, მხოლოდ ერთი სიტყვის თქმა მოასწრო: დამეხმარეო და ტელეფონი გაითიშა. 10 წუთის შემდეგ მირეკავს რუსლანი(გარდაცვლილის ძმა. ავტ.) და მეკითხება, სადაა რუზგენიო. მე ვპასუხობ, აი აქ არის, უკვე მოვიდა მეთქი და მივდივარ ჩემი სახლისკენ, მეზობლებთან ვიყავი... ვხედავ, რომ რუზგენის მანქანის ყველა კარი გამოღებულია და ჩემი ქმარი წევს უკანა სავარძელში მკვდარი... ისინი კი სხვა მანქანაში გადასხდნენ და დავინახე, რომ გაქცევას აპირებდნენ ... სამივე შვილის გეფიცებით, მე გამოვეკიდე... მოწმეები მყავს- კილასონია და მისი ორი სიძე.. მე კილასონიას ჩავავლე ხელი და ვეკითხებოდი, რა უყავით ჩემს ქმარს, მოკალით მეთქი... კილასონია ვერაფერს მპასუხობდა, ხოლო მისმა სიძემ მითრხა: აი, რაღაც მოუწია თავის თავსო... მე რომ ქმართან მივედი.. მკერდზე (უჩვენებს გულის მხარეს) ნატყვიარი ჰქონდა, პირდაპი გულში არა, იქვე... მე მივხვდი, რომ მათ ის მოკლეს... მეზობლებმა წაიყვანეს საავადმყოფოში, მაგრამ ის გარდაიცვალა... მე მაქვს სმს შეტყობინებები“, – განაცხადა რუზანა მარკარიანმა. ბიზნესმენის თვითმკვლელობის ვერსიაში ასევე ეჭვი ეპარება ექსპერტს მაია ნიკოლოაიშვილს. ექსპერტის თქმით, თვითმკვლელობის ვერსიასთან დაკავშირებით კითხვები არსებობს. „არის ბევრი საეჭვო ფაქტორი, რომელიც აუცილებლად დადგინდება მიკროსკოპული კვლევების შემდეგ. სწორედ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი კონკრეტული პასუხის გაცემა“, - თქვა მაია ნიკოლეიშვილმა. ზუგდიდში ბიზნესმენმა რუზგენ ჩუხუამ ოფიციალური ვერსიით ცეცხლსასროლი იარაღით თავი მოიკლა. მძიმედ დაჭრილი ბიზნესმენი ზუგდიდის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მედიკოსების ცნობით, იგი ამ დროისთვის უკვე გარდაცვლილი იყო. მათივე თქმით, მას ჭრილობა გულ-მკერდის არეში ჰქონდა მიყენებული და იგი სავარაუდოდ ადგილზე გარდაიცვალა. ოჯახის წევრების ცნობით, მასთან დილით მისი ბიზნესპარტნიორები იყვნენ მისულები და ფაქტი სწორედ ამის შემდეგ მოხდა. გარდაცვლილი ბიზნესმენი საავადმყოფოში საკუთარი ავტომობილით მიიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, თვითმკვლელობა გარდაცვლილის საქმიანობას უკავშირდება. მას ბიზნეს-საქმიანობაში პრობლემები შეექმნა. შს სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, სისხლის სამართლის საქმე 115-ე მუხლით არის აღძრული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.