ინგრედიენტები:
• 4 ც. პომიდორი.
• 3 ც. კვერცხი.
• 100 გ. ყველი.
• 2 ს.კ. მწვანილი.
• მარილი და პილპილი გემოვნებით.
მომზადების წესი:
✔ გარეცხეთ პომიდორი. ამოაჭერით თავი და ჩაის კოვზით ამოაცალეთ შუა ნაწილი.
✔ ათქვიფეთ კვერცხი, წვრილად გახეხილ ყველთან ერთად. დაუმატეთ წვრილად დაჭრილი სასურველი მწვანილი (უხდება ოხრახუში, ქინძი). მოაყარეთ მარილი და პილპილი.
✔ პომიდვრებში ჩაასხით ათქვეფილი კვერცხი და დაახურეთ თავზე ამოჭრილი „თავსახური“. შედგით მიკროტალღურ ღუმელში 3-4 წუთით. შეგიძლიათ ჩვეულებრივ ღუმელშიც მოამზადოთ.
შეგიძლიათ აუთქვეფელი კვერცხი მოათავსოთ პომიდორში და ზევიდან დაუმატოთ დანარჩენი ინგრედიენტები.
გემრიელად მიირთვით
მასალის გამოყენების პირობები