ლეგენდარული შვედური პოპ-ჯგუფის ABBA პიანინოს 29 სექტემბერს „სოტბის“ აუქციონზე გაიტანენ.
„როიტერის“ ინფორმაციით, პიანინოს სპეცილისტები 925 ათასი დოლარიდან 1,24 მილიონ დოლარამდე ვარაუდობენ.
„ფორტეპიანოზე გლისანდოს ეფექტი, რომელიც Dancing Queen-ის დასაწყისში ჟღერს, ალბათ 70-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი მუსიკაა და მოხარულები ვართ, რომ სწორედ ამ ინსტრუმენტს წარვადგენთ 29 სექტემბერს გასამართ აუქციონზე“, - განაცხადა „სოტბის“ ექსპერტმა ფილიპ ერინგტონმა.
ABBA-ს პიანონო მუსიკალური ინსტრუმენტების შვედმა დიზაინერმა გეორგ ბოლინიმ ამერიკელი ჯაზის პიანისტი ბილ ევანსისთვის შექმნა.
შვედური პოპ-ჯგუფი 1983 წელს დაიშალა.
წყარო:www.bpn.ge
მასალის გამოყენების პირობები