ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 116 მოქალქეს „ c“ ჰეპატიტის დიაგნოსტირება ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაუფინანსა. ზუგდიდის გამგეობის ცნობით, შესაბამისი გადაწყვეტილება ჯანდაცვის კომისიის სხდომაზე მიიღეს.
ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის გამგეობა „ c“ ჰეპატიტის ელიმინაციაში ჩართვის მსურველებს ძვირადღირებულ დიაგნოსტირებას უფინანსებს, რის შემდეგ ბენეფიციარს საშუალება ეძლევა ჩაერთოს ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში.
მასალის გამოყენების პირობები