სერიალი „სამეფო კარის თამაშები“, ერთდროული ტრანსლაციების რეკორდული მაჩვენებლის წყალობით, გინესის რეკორდების წიგნში შევიდა: მეხუთე სეზონის მეორე ეპიზოდი ერთდრულად 173 ქვეყანაში აჩვენეს. გადამღები ჯგუფისა და სამსახიობო დასის ყველა მონაწილის სახით, ჯილდო მეისი უილიამსს, არია სტარკის როლის შემსრულებელს გადაეცა.
„სამეფო კარის თამაშების“ მიერ მოხსნილი რეკორდი,წინათ კრიმინალურ ტელესერიალს „C.S.I“ ეკუთვნოდა, რომლიც ერთერში ერთდროულად 171 ქვეყანაში გავიდა.
„სამეფო კარის თამაშები“ გინესის რეკოდების წიგნში უკვე მეორედ შედის, მაგრამ პირველის მიზეზი არც ისე სახარბიელო იყო: გარკვეული პერიოდის წინ სერიალმა დაამყარა რეკორდი, როგორც ტელეშოუმ, რომელიც „მეკობრეების“ მიერ ყველაზე მეტად დაზიანდა. აღსანიშნავია,რომ ზუსტად იმის გამო, რომ „მეკობრეებმა“ ქსელში მეხუთე სეზონის რამდენიმე ეპიზოდის გავრცელება მოახერხეს,მოიპოვა „სამეფო კარის თამაშებმა“ მეორე რეკორდი – მეხუთე სეზონის მეორე სერია ეთერში ერთდროულად 173 ქვეყანაში იმიტომ გაუშვეს, რომ გარკვეულწილად „მეკობრეების“ მიერ მიყენებული ზიანის კომპენსირება მოეხდინათ.
მასალის გამოყენების პირობები